Geri Dön

მიმართვის ფორმათა სისტემები ქართულსა და თურქულში

Başlık çevirisi mevcut değil.

  1. Tez No: 761115
  2. Yazar: BURCU MELİHA KESER
  3. Danışmanlar: Belirtilmemiş.
  4. Tez Türü: Doktora
  5. Konular: Doğu Dilleri ve Edebiyatı, Karşılaştırmalı Edebiyat, Türk Dili ve Edebiyatı, Eastern Linguistics and Literature, Comparative Literature, Turkish Language and Literature
  6. Anahtar Kelimeler: Belirtilmemiş.
  7. Yıl: 2021
  8. Dil: Gürcüce
  9. Üniversite: Sokhumi State University
  10. Enstitü: Yurtdışı Enstitü
  11. Ana Bilim Dalı: Belirtilmemiş.
  12. Bilim Dalı: Belirtilmemiş.
  13. Sayfa Sayısı: 182

Özet

ენა ადამიანის არსებობის განუყოფელი ნაწილია. ის მას საშუალებას აძლევს, გამოხატოს საკუთარი აზრი და, შესაბამისად, დაამყაროს კომუნიკაცია საზოგადოების წევრებთან. ამიტომაც ვამბობთ, რომ ენა აზრის გამოხატვისა და ურთიერთობის დამყარების საშუალებააო. „ბუნებრივი ენა განსხვავებული, უმნიშვნელოვანესი ფენომენია, რომელიც პიროვნების, ადამიანთა საზოგადოების, ერისა და თვით კაცობრიობის პირველადსა და სრულიად აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს [გამყრელიძე და სხვები, 2008]. ენა, როგორც სოციუმის არსებობის განმსაზღვრელი კომპონენტი, კულტურის ფენომენიცაა. მატერიალური კულტურა, როგორც კულტურის ბინარული სისტემის ოპოზიციური ცნება, არამატერიალურთან ერთად ერის კულტურულ პარადიგმას ქმნის. მატერიალური კულტურა აღნიშნავს „ყოველგვარ მატერიალურ საგანს, აგრეთვე, გამოგონებებსა და ცვლილებებს ტექნოლოგიის განვითარების პროცესში. მატერიალური კულტურის ცნებას ხშირად უპირისპირებენ სულიერი კულტურის ცნებას, მაგრამ ამგვარ დაპირისპირებას შედარებითი ხასიათი აქვს, რამდენადაც კულტურის ნებისმიერი ფენომენი სემიოტიკური ქმნილებაა. მატერიალური კულტურის საგნები ადამიანთა ცხოვრებაში ორმაგ როლს ასრულებს: ერთი მხრივ, ისინი პრაქტიკული მიზნების მიღწევის, მეორე მხრივ კი - სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემისა და შენახვის საშუალებებია. მიჩნეულია, რომ მხოლოდ მეორე ფუნქციის მეშვეობით იქცევიან ისინი კულტურის ფენომენებად“ [სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი – ცნობარი, 2004]. ენა არის ერის კულტურის პროდუქტიც და მისი განვითარების იარაღიც, საფუძველიცა და სტიმულიც, ერის მსოფლმხედველობისა და მისი „მეობის”ნიშანი, რომელიც ლინგვისტიკაში სხვადასხვა, მათ შორის ეთნოლინგვისტიკისა და სოციოლინგვისტიკის თვალსაზრისით შეისწავლება [ჯორბენაძე, 1997]. 6 თანამედროვე ლინგვისტური თეორია ენათმეცნიერული პრობლემების გადასაჭრელად ახალ, არატრადიციულ მიდგომებს იყენებს. დღეს წინა პლანზე წამოწეულია კვლევები, რომელთა ცენტრში დგას ენის, როგორც ურთიერთობის საშუალების, ფუნქციონირება. ენისადმი ამგვარი მიდგომა იმ ენობრივი ფაქტებისა და მოვლენების კომპლექსურ შესწავლას გულისხმობს, რომლებიც ურთიერთობის სხვადასხვა სიტუაციაში გამოიყენება. ამ კუთხით, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მიმართვა - ერთ-ერთი ყველაზე რთული, მრავალასპექტიანი და მრავალპლანიანი ენობრივ-სამეტყველო ერთეული, რომელიც ენათმეცნიერებაში განიხილება გრამატიკული (მორფოლოგიურ-სინტაქსური) სტრუქტურის, რიტმო - მელოდიკის, სემანტიკა - სტილისტიკისა და ეტიკეტური ფუნქციონირების თვალსაზრისით. მიმართვა მეტყველების კულტურის, ვერბალური (სიტყვიერი) ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც დიდ როლს ასრულებს ადამიანის, ნებისმიერი ეთნოსის, ხალხის, ქვეყნის ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ ამ ენობრივ - სამეტყველო ერთეულის კვლევა თანამედროვე ლინგვისტიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხთაგანია. ამასთან, მკლევართა ერთი ნაწილი მიმართვას განიხილავს მისი საკუთრივ ლინგვისტური (გრამატიკული) სტატუსიდან გამომდინარე; მეორენი ყურადღებას ამახვილებენ მიმართვის ფუნქციაზე, ხოლო სხვები მას შეისწავლიან, როგორც სამეტყველო ეტიკეტის კომპონენტს. ყველა ეს ასპექტი უაღრესად მნიშვნელოვანია მიმართვის რაობისა და ბუნების სრულად წარმოჩენისათვის. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიმართვა უნდა განვიხილოთ არა მარტო ლინგვისტური, არამედ სოციოლინგვისტური და ეთიკური თვალსაზრისითაც. ამის აუცილებლობა იმით აიხსნება, რომ ვერბალურ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია როგორც აზრის გამოხატვის ადეკვატურობა, ასევე ტრადიციულად დამკვიდრებული ენობრივი ეტიკეტის ნორმების დაცვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიმართვის ფორმები ნებისმიერ ენაში საინტერესოა არა მხოლოდ სტრუქტურული, არამედ სამეტყველო ქცევის მხრივ. 7 ნიშანდობლივია ისიც, რომ მიმართვის ფორმები თავისებურ შტრიხებს მატებს მოცემულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების საზოგადოებრივ ურთიერთობათა სოციალურ პორტრეტს. მსოფლიოს ენობრივი სამყარო უნივერსალურობისა და ინდივიდუალობის საოცარ სიმბიოზს წარმოადგენს. იგულისხმება ის, რომ ტერმინით „ენა“, პირველ ყოვლისა, აღინიშნება ადამიანის ბუნებრივი ენა (ხელოვნური ენებისა და „ცხოველის ენის”საპირისპიროდ). ამ გაგებით, ენა ზოგადი, აბსტრაქტული ცნებაა (ინვარიანტია), რადგან მასზე მეტყველებს ნებისმიერი რასის, ერის, ეთნოსის წარმომადგენელი მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, კანის ფერისა, რელიგიური შეხედულებებისა და სხვა განმასხვავებელი ნიშნებისა. ამასთან, არსებობს კონკრეტული ეთნიკური ენები (ქართული, თურქული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, რუსული...), რომლებიც ხასიათდებიან განუმეორებელი, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმითა და სპეციფიკური ნიშან - თვისებებით. კონკრეტული ენა არის გამოვლინება იმ საერთო წესებისა და სისტემურობისა, რომელიც ამა თუ იმ ტიპოლოგიურ ჯგუფსა თუ გენეტიკურ ერთიანობას ახასიათებს, რაც ხელშესახებია ცალკე აღებულ ენათა ლექსიკაში. მიმართვა კი ნებისმიერი ენის ლექსიკის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი და სიტყვიერი ურთიერთობის (კომუნიკაციის) ერთ - ერთი განმსაზღვრელი ელემენტია. მიმართვის ფორმებში ცალსახად ვლინდება ენობრივი თავისთავადობის ასპექტები, რადგან თითოეულ ერს გააჩნია მისთვის დამახასიათებელ ფაქტორთა ერთობლიობა, რომლებიც მიმართვის ნაციონალურ - კულტურულ სპეციფიკას განაპირობებენ. სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, ხალხის, ერის (ნაციის) მიერ გამოყენებულ მიმართვის ფორმათა შორის ვლინდება გარკვეული მსგავსება - სხვაობანი, რაც განპირობებულია ამ ხალხებს შორის არსებული კულტურული განსხვავებულობით, ტრადიციებით, აღმსარებლობით, სოციალური და პოლიტიკური სისტემებით, აგრეთვე, გეოგრაფიული ადგილმდებარეობით

Özet (Çeviri)

Özet çevirisi mevcut değil.

Benzer Tezler